top of page
მართვადი სერვისები

მართვადი სერვისები 

მართვადი IT სერვისები საშუალებას გაძლევთ შეამციროთ IT ინფრასტრუქტურის მართვის სირთულეები, ოპტიმიზაცია გაუკეთოთ რესურსებს და გაზარდოთ ოპერატიული ეფექტიანობა.

ორიენტ ლოჯიკის საინჟინრო გუნდს აქვს მასშტაბური პროექტების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება. ჩვენი მიზანია გავიგოთ მეტი თქვენი ბიზნეს პრობლემის შესახებ და დაგეხმაროთ არსებული პრობლემების მოგვარებაში.

IT მართვადი სერვისები  მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
 

  • ქსელის მონიტორინგი და მართვა: ქსელების მუდმივი მონიტორინგი, პრობლემების სწრაფად გამოვლენა და აღმოფხვრა;
     

  • სისტემების მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება: ოპერაციული სისტემების, მონაცემთა ბაზების, სერვერების და აპლიკაციების მხარდაჭერა და განახლება;
     

  • მონაცემთა უსაფრთხოება: სისტემების დაცვა კიბერ საფრთხეებისგან, მათ შორის ანტივირუსული, ფაირვოლი, დაცული დაშიფვრის სისტემები და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება;
     

  • მონაცემთა სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა: მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლების რეგულარული შექმნა და პრობლემის შემთხვევაში მათი აღდგენის უზრუნველყოფა;
     

  • დისტანციური მხარდაჭერა: დისტანციური დახმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში;
     

  • ღრუბლოვანი სერვისები: მონაცემთა და სისტემების მიგრაცია და მართვა ღრუბლოვან გარემოში, როგორიცაა Amazon Web Services (AWS), Microsoft Azure და Google Cloud;

  • საკონსულტაციო მომსახურება: კომპანიის IT ინფრასტრუქტურის აუდიტი და რეკომენდაციების შემუშავება მისი გაუმჯობესებისათვის;

​​

უსაფრთხოების მართვადი სერვისების მიმართულებით მომხმარებლებს ვთავაზობთ შემდეგ ძირითადად სერვისებს:

 

  • SOCaaS (SOC as a Service) - უსაფრთხოების მართვის ცენტრი, როგორც სერვისი;

  • Penetration Testing - შეღწევადობის და უსაფრთხოების ტესტირება;

  • სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირებაში მხარდაჭერა (ISO27001, PCI-DSS, NBG CyberSecurity Framework, SOC 2, Swift CSP);

  • ინფორმაციული და IT უსაფრთხოების კუთხით კონსულტაცია;

  • ტექნიკური კონტროლების შეფასება;

  • ინციდენტებზე რეაგირება და მართვა;

  • გარემოს შეფასება და აუდიტი.

​მართვადი სერვისები დაგეხმარებათ უსაფრთხოების, ფინანსური და ოპერატიული გამოწვევების გადაჭრაში, რის შედეგადაც იზრდება პროდუქტიულობა და მცირდება IT ოპერაციების ხარჯები.

 

bottom of page