
Orient Logic-ის ქსელის ინჟინრები, ამსტერდამში, #ciscoliveemea2025-ს ესწრებიან.
Cisco Live EMEA 2025, Cisco-ს ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს IT პროფესიონალებს, პარტნიორებსა და მომხმარებლებს მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიება არა მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების გაცნობის შესაძლებლობას იძლევა, არამედ ინოვაციური ვორქშოფებისა და თემატური სესიების მეშვეობით, პროფესიონალებს ეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და გლობალური IT გამოწვევების დაძლევაში.
Cisco Live EMEA 2025-ზე დასწრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Orient Logic-ის წამყვან როლს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში. ჩვენი გუნდი მზადაა, შეიძინოს ახალი უნარები და დაამყაროს კავშირები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი კომპანიის, ისე პარტნიორების და მომხმარებლების განვითარებას.
#OLTeam#CiscoLiveEMEA2025#OLPartners
Comments