top of page

IT მართვადი სერვისები – „ორიენტ ლოჯიკის” ახალი მიმართულება


ორიენტ ლოჯიკი 30 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს აწვდის IT სერვისებს. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ბიზნესგარემო სულ უფრო ციფრული ხდება, ხოლო IT ინფრასტრუქტურის მართვა ადამიანურ და დროის რესურსებს მოითხოვს, ორიენტ ლოჯიკი კომპანიებს სთავაზობს IT მართვად სერვისებს, რომელიც თითქმის ერთი წელია დაინერგა და ამჟამად კომპანიისთვის ერთ–ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა. 


ამ სიახლეს დეტალურად ორიენტ ლოჯიკის ტექნიკურ დირექტორთან, დავით ბერაიასთან ინტერვიუში ჩავშლით: 


M: დავით, რას მოიცავს მართვადი IT სერვისების სისტემა და რა ტიპის ციფრულ პროექტებთან დაკავშირებით ეხმარებით მომხმარებელს? 


მართვადი IT სერვისები (Managed IT Services) მიზნად ისახავს ორგანიზაციების IT ინფრასტრუქტურის, ქსელური სისტემებისა და მონაცემთა უსაფრთხოების მართვას, მონიტორინგსა და ოპტიმიზაციას, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, სრულად კონცენტრირდნენ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე.  


გარდა ამისა, მართვადი IT სერვისები მომხმარებლებს ეხმარება ტექნიკური, უსაფრთხოების, ფინანსური და ოპერატიული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრაში, რაც ზრდის საერთო პროდუქტიულობას და ამცირებს IT ოპერაციების ხარჯებს. 


 IT მართვადი სერვისები შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: 


M: როგორ სამიზნე აუდიტორიაზეა გათვლილი აღნიშნული სერვისი? 


ჩვენი ახალი მიმართულება გათვლილია ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებსაც  სჭირდებათ IT მხარდაჭერა და ოპერაციების გამარტივება, მაგრამ არ სურთ,  ან არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ სრული IT ინფრასტრუქტურა.  

ძირითადი სამიზნე ჯგუფები მოიცავს: 


  • მცირე და საშუალო ბიზნესი (SMBs) 


  • დიდი ორგანიზაციები


  • სტარტაპები


  • არასამთავრობო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო დაწესებულებები


  • სამთავრობო და საჯარო სექტორი 


  • ჯანდაცვის სფერო 


M: ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე მომხმარებლები და რაში სჭირდებათ მათ ტექნიკური მხარდაჭერა? 


მოდი, განვიხილოთ მომხმარებლისთვის ყველაზე გავრცელებული პრობლემები და ამ მაგალითზე ვისაუბროთ მართვადი სერვისების როლზე მის გადაწყვეტაში: 


1. ტექნიკური ცოდნისა და რესურსების ნაკლებობა


მცირე და საშუალო ბიზნესებს ხშირად არ აქვთ საკმარისი IT ცოდნა და ადამიანური რესურსები IT ინფრასტრუქტურის დამოუკიდებლად მართვისთვის. Სწორედ ამიტომ ,,მართვადი სერვისების” ფარგლებში პროფესიონალების ჯგუფი, იზრუნებს IT ინფრასტრუქტურის მონიტორინგზე, განახლებაზე, პრობლემების გადაწყვეტასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.  


2. უსაფრთხოების რისკები და კიბერშეტევები


ციფრულ განვითარებასთან ერთად იზრდება კიბერსაფრთხეები, კომპანიები ხშირად არ არიან საკმარისად მომზადებულნი მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დასაცავად. 


ორიენტ ლოჯიკი, როგორც მართვადი სერვისების პროვაიდერი ახორციელებს ქსელებისა და მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგს, ფაირვოლების, ანტივირუსული სისტემების, დაშიფვრისა და სხვა უსაფრთხოების ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რაც ამცირებს კიბერრისკებს. 


3. შეზღუდული ბიუჯეტი და ხარჯების კონტროლი


IT სისტემების მართვა და მხარდაჭერა შეიძლება ძვირი და რთული იყოს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური ფინანსური რესურსები. 

მართვადი სერვისები საშუალებას აძლევს კომპანიებს, მიიღონ მაღალი ხარისხის IT მხარდაჭერა ხელმისაწვდომ ფასად, რაც ამცირებს კომპანიის დანახარჯს. 


4. უწყვეტი ოპერაციების საჭიროება


IT ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და დისტანციური მხარდაჭერის ნაკლებობა იწვევს პროდუქტიულობის შემცირებასა და ბიზნესის შეჩერებას. 

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს 24/7 მონიტორინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას, სწრაფად აგვარებს პრობლემებს და უზრუნველყოფს ოპერაციების უწყვეტ მუშაობას. 


5. სისტემების განახლება და ინოვაციები


ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და კომპანიებისთვის რთულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და IT ინფრასტრუქტურის განახლება. 


მართვადი სერვისების მეშვეობით უზრუნველვყოფთ IT ინფრასტრუქტურის რეგულარულ განახლებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რითაც ხელს ვუწყობთ ბიზნესს, დარჩეს კონკურენტუნარიანი და უპასუხოს ტექნოლოგიურ ტენდენციებს. 


6. მონაცემთა სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენის გეგმა


მონაცემთა დაკარგვამ ან სისტემის დაზიანებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბიზნესს. 


მართვადი სერვისები უზრუნველყოფს მონაცემთა რეგულარულ სარეზერვო ასლების შექმნას და აღდგენას, რაც აძლევს კომპანიებს გარანტიას, რომ მათი მონაცემები დაცულია. 


M: როგორია ორიენტ ლოჯიკის სამომავლო გეგმები? 


უკვე 30 წელია, Orient Logic აქტიურად ავითარებს საქართველოს IT ბაზარს და მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ბიზნესგამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება.   


ჩვენი სტრატეგია ემყარება ტექნოლოგიურ პროგრესს, საერთაშორისო ვენდორებთან პარტნიორობასა და ადგილობრივი IT შესაძლებლობების გაძლიერებას.  


მომავალი გეგმები მოიცავს უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და ინოვაციების ხელშეწყობას, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლების წარმატებას ციფრულ სამყაროში.


Commentaires


bottom of page