საქართველომ, წელს პირველად უმასპინძლა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს.
წლის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდა ასობით სპორტსმენი 42 ქვეყნიდან.
სათხილამურო ტრასების ინფრასტრუქტურის გამართვის პარალელურად მნიშვნელოვანი იყო ღონისძიების თანამედროვე IT ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა. ორიენტ ლოჯიკის გუნდმა დანერგა თანამედროვე WIFI სისტემა და უზრუნველყო ღონისძიების სრული ტექნიკური მხარდაჭერა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა და სპორტსმენების მხრიდან ღონისძიებამ დადებითი შეფასება დაიმსახურა.
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს სახელით მადლობას ვუხდით ორიენტ ლოჯიკს თანამშრომლობისთვის, უმაღლესი ხარისხის სერვისის მოწოდებისათვის და საერთაშორისო მნიშვნელობის ტურნირის წამატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის.
Comments