loader
logo
  • GE
  • EN

ჩვენს შესახებ

ორიენტ ლოჯიკი

25 წლის წინ, 1995 წელს დაარსდა. დღესდღეობით, კომპანიაში 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, 2 ოფისით თბილისში. ჩვენი ძირითადი ბიზნეს საქმიანობა მოიცავს საბანკო, სამთავრობო, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროებს.
ჩვენი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის: 

  • IT ინფრასტრუქტურა - (Classical Server & Storage solutions and Hyper converged data-centers);
  • ქსელური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა -  (Core Networking Solutions, NG Firewalls, SD WAN, DWDM, CWDM, Wi-Fi, VOIP Solutions & Gpon Solutions);
  • ინფორმაციული უსაფრთხოება & მონიტორინგი - (DLP Solutions, SIEM, ATP, NG IPS, WAF, Data Masking Solutions); 
  • პერსონალური სისტემები - (Notebooks, Printers, Projectors, Thin Clients, Workstations);
  • DevOps & Cloud Native - ბიზნესისთვის თანამედროვე/ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება  და ტექნოლოგიური პროცესების მოდერნიზაცია/ავტომატიზაცია. 
  • პერსონალური პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება - კონკრეტული ბიზნეს სეგმენტებისათვის.



მენეჯმენტი

ორიენტ ლოჯიკი

1995 წელს ოთხი ადამიანის მიერ შეიქმნა - ალან სანაკოევის, სერგეი სანაკოევის, ვიტალი ჯაგინოვისა და ვაჟა ნასყიდაშვილის მიერ. დღეს, ორიენტ ლოჯიკის ადმინისტრაციული მენეჯმენტი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ბაგრატიას დაქვემდებარებაშია.  

ალექსანდრე ბაგრატია - ორიენტ ლოჯიკის გუნდს გენერალური დირექტორის რანგში, ალექსანდრე ბაგრატია ხელმძღვანელობს, რომელიც გასული 7 წლის განმავლობაში ორიენტ ლოჯიკის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას იკავებდა.

ირაკლი გოგლიჩიძე - 2021 წლის 1 ივლისიდან ორიენტ ლოჯიკის ფინანსური დირექტორის პოზიციას ირაკლი გოგლიჩიძედაიკავებს. ირაკლი ორიენტ ლოჯიკის გუნდს  2018 წლიდან შემოუერთდა და აღნიშნული  პერიოდის განმავლობაში ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. 

გიორგი ჩიტაია - გიორგი ორიენტ ლოჯიკს 2020 წლის ბოლოს შემოუერთდა, აღნიშნული  პერიოდის განმავლობაში ის საფინანსო  სექტორის გუნდს ხელმძღვანელობდა. გიორგი,  ბიზნესის განვითარების დირექტორის  უფლებამოსილების პარალელურად, საფინანსო სექტორული გუნდის მართვასაც შეითავსებს.

ოთარ ტაბატაძე - ოთარი ორიენტ ლოჯიკის საოპერაციო დირექტორი 2018 წელს გახდა და მისი ხელმძღვანელობით კომპანიაში არაერთი მასშტაბური საოპერაციო პროექტი განხორციელდა.


ადმინისტრაციული მენეჯმენტი პასუხისმგებელია ორიენტ ლოჯიკის ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე, დირექტორთა საბჭოს მიერ დადგენილი ჩარჩოების შესაბამისად. აღმასრულებელი დირექტორი კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით უწევს ხელმძღვანელობას, მათ შორის აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობას და იღებს სამომავლო განვითარებისათვის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს კომპანიისთვის.

მიღწევები

ორიენტ ლოჯიკი

  • არის ერთ-ერთი წამყავნი IT კომპანია და სისტემის ინტეგრატორი საქართველოში;
  • 2015 და 2019 წელს, ორიენ ლოჯიკს GITI-მიერ მიენიჭა საქართველოში საუკეთესო IT სისტემის ინტეგრატორის სტატუსი;
  • 2017 წელს, ორიენტ ლოჯიკი გახდა საუკეთესო პროგრამული უზრუნველყოფის ავტორი;
  • 2019 წელს, ორიენტ ლოჯიკს  Dell Technologies-ის მიერ დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო IT სისტემის ინტეგრატორი დასავლეთ დსთ-ს ქვეყნებში;
  • ჩვენ გვაქვს პარტნიორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტატუსი ჩვენს გლობალურ პარტნიორებთან შედარებით;


  • Dell Technologies – Platinum Partner / Authorized Service Center
  • Hewlett Packard Enterprise – Platinum Partner / Authorized Service Center
  • HP – Gold Partner / Authorized Service Center
  • Cisco - Premier Certified Partner Ruckus - Authorized Partner
  • Ruckus - Preferred Partner
  • Milestone - Gold Partner
  • APC by Schneider-Electric - Elite Datacenter Partner / Authorized Service Center
  • Riello – Authorized Distributor / Authorized Service Center
  • VMware – Solution Provider on Enterprise Level Partner
  • Epson - Authorized Partner / Authorized Service Center
  • Barracuda - Preferred Partner
  • IBM - Silver Partner
  • Trend Micro – Bronze Partner

მისია & ფილოსოფია

ჩვენი მთავარი მისია

  • არის ჩვენი მომხმარებლების, ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება, მათი მომგებიანობის, კონკურენტუნარიანობისა და ბაზრის წილის გაზრდა
  • განვახორციელოთ ინოვაციური IT გადაწყვეტილებები ჩვენი მომხმარებლების შიდა და ახალი საერთაშორისო ბაზრების წარმატებით შეღწევის მიზნით; 
  • ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას დროული და ბიუჯეტური IT პროექტის მენეჯმენტის საშუალებით.

ღირებულებაჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის უნარი, ცოდნა, ფანტაზია, ურთიერთპატივისცემა და მთლიანობა ყველაზე ფასეული შესაძლებლობებია.
სოციუმი: ეს შესაძლებლობები საშუალებას აძლევს საზოგადოებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და განვითარდნენ.
ცოდნა და ფანტაზიაინფორმაციული ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს საზოგადოებას ეფექტურად შეაგროვონ, მართონ და გაუზიარონ ცოდნა და უნარები ერთმანეთს, ასევე მნიშვნელოვნად გაიღრმავონ წარმოსახვის უნარი.
მრავალფეროვანი კულტურა: ინფორმაციული ტექნოლოგიები ასევე ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და მთლიანობის შეგრძნების გაღრმავებას მრავალი წარმოშობისა და კულტურის მქონე ადამიანებს შორის. 

კარიერული განვითარება

ორიენტ ლოჯიკი

ბაზარზე წამყავნი პოზიციით ინარჩუნებს ადგილს და სწრაფად პასუხობს ბაზრის შესაძლებლობებს, კომპანია სწორად აკავშირებს უნარებს და შესაძლებლობებს ერთმანეთთან. საუკეთესო თანამშრომლებს სჭირდებათ სივრცე პროფესიონალურად ზრდისთვის, და ისინი მუდმივად ეძებენ შესაძლებლობებს გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ ახალი.

კარიერული განვითარება, ორიენტ ლოჯიკისთვის სტრატეგიულად პრიორიეტეტულია. პროფესიონალიზმი და სწორად გამოყენებული ადამიანური რესურსი, კონკრენციის პირობებში, ეფექტურად აჩვენებს კომპანიის ხარისხს, ხელს უწყობს ეკოსისტემის გარდაქმნას და გაუმჯობესებას. 

თუ თქვენ მზად ხართ თქვენი კარიერა ორიენტ ლოჯიკს დაუკავშიროთ - გთხოვთ მოგვმართეთ მითითბულ მისამართზე -  hr@ol.ge