Orient Logic LLC
Orient Logic LLC მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის ხარისხიანი, საიმედო და მომხმარებელზე ორიენტირებული IT და კიბერუსაფრთხოების სერვისების მიწოდებას.
ჩვენ ვმართავთ სერვისებს სისტემური მიდგომით, რომელიც მოიცავს მათ დაგეგმვას, დიზაინს, დანერგვას, ოპერირებას, მხარდაჭერასა და მუდმივ გაუმჯობესებას.
ჩვენი ვალდებულებებია:
- მომხმარებელზე ორიენტაცია — მომხმარებელთა საჭიროებებისა და შეთანხმებული მომსახურების პირობების გათვალისწინება;
- ხარისხი და საიმედოობა — სერვისების ეფექტიანობის, ხელმისაწვდომობისა და შესრულების მონიტორინგი;
- მოთხოვნებთან შესაბამისობა — მოქმედი სამართლებრივი, მარეგულირებელი და სახელშეკრულებო მოთხოვნების შესრულება;
- რისკების მართვა — სერვისების მიწოდებაზე შესაძლო გავლენის მქონე რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
- ანგარიშვალდებულება — პასუხისმგებლობების მკაფიო განსაზღვრა და სერვისების შედეგების შეფასება;
- უწყვეტი გაუმჯობესება — შესრულების მაჩვენებლების ანალიზი, უკუკავშირის გათვალისწინება და გაუმჯობესების შესაძლებლობების განხორციელება.
ჩვენი სერვისების მართვის სისტემა ეფუძნება ISO/IEC 20000-1:2018-ის მოთხოვნებსა და ITIL-ის საუკეთესო პრაქტიკებს. კომპანიის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, საჭირო რესურსებით უზრუნველყოფასა და მის მუდმივ გაუმჯობესებას.
Orient Logic LLC იღებს ვალდებულებას, პერიოდულად გადახედოს სერვისების მართვის მიდგომებს და განავითაროს ისინი მომხმარებელთა მოლოდინებისა და ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად.
ჩვენი მიზანიატექნოლოგიური სერვისების მიწოდება, რომელსაცმომხმარებლები ენდობიან.