ქსელური გადაწყვეტილებები
თანამედროვე ბიზნესის ეფექტური და უწყვეტი მუშაობა საიმედო ქსელურ ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. ქსელი აღარ არის მხოლოდ მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ის თანამედროვე ბიზნესის ციფრული საყრდენია, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების, აპლიკაციებისა და სერვისების უსაფრთხო და უწყვეტ ხელმისაწვდომობას.
Orient Logic ქმნის თანამედროვე ქსელურ ინფრასტრუქტურას, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს, საინჟინრო გამოცდილებას და ბიზნესის მიზნებზე მორგებულ მიდგომას საიმედო, ეფექტური და მომავლისთვის მზად ქსელური გარემოს შესაქმნელად
ქსელური ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები
High-Level & Low-Level Design (HLD/LLD)
ქსელის არქიტექტურისა და დეტალური ტექნიკური დიზაინის შემუშავება
ლოგიკური და ფიზიკური ტოპოლოგიები
ქსელის სტრუქტურისა და კავშირების დეტალური დოკუმენტირება
ქსელის გამტარუნარიანობის დაგეგმვა და მოწყობილობების შერჩევა
ქსელის დატვირთვისა და სამომავლო ზრდის გათვალისწინებით შესაბამისი Switches, Routers და Firewalls-ის შერჩევა
მიგრაციის გეგმები
არსებული ქსელური ინფრასტრუქტურიდან ახალ გადაწყვეტაზე უსაფრთხო და ეტაპობრივი გადასვლის დაგეგმვა
ტესტირების გეგმები (Test Plans)
ქსელის უწყვეტობის, მდგრადობის, წარმადობისა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების დაგეგმვა
კორპორატიული ქსელები (Core LAN & WAN)
Enterprise LAN & WAN
მაღალი წარმადობისა და საიმედო კორპორატიული ქსელების დიზაინი და დანერგვა
Enterprise Wi-Fi & Mobility
მაღალი დატვირთვის უსადენო ქსელების დიზაინი და დანერგვა, უსაფრთხო Guest Wi-Fi-ისა და უწყვეტი როუმინგის უზრუნველყოფა
Data Center Networking
მაღალსიჩქარიანი, მაღალი წარმადობისა და მდგრადობისა ქსელური არქიტექტურის დიზაინი და დანერგვა მონაცემთა ცენტრებისთვის
SD-WAN (Software-Defined WAN)
ფილიალებისა და ლოკაციების დაკავშირება Internet, MPLS და LTE/5G არხების ეფექტური გამოყენებით და ტრაფიკის პოლიტიკებზე დაფუძნებული ავტომატური მარშრუტიზაციით
SD-LAN / SD-Branch
LAN და Branch ქსელების გამართვა, ცენტრალიზებული და ავტომატიზებული მართვა
Cloud Networking
კორპორატიული ქსელის უსაფრთხო ინტეგრაცია ღრუბლოვან პლატფორმებთან, მათ შორის AWS, Microsoft Azure და Google Cloud
ქსელის უსაფრთხოება
SASE (Secure Access Service Edge)
ქსელური და უსაფრთხოების სერვისების ერთიან, ღრუბელზე დაფუძნებულ არქიტექტურაში გაერთიანება
Zero Trust Network Access (ZTNA)
მომხმარებლებისა და მოწყობილობების იდენტიფიკაციის, ავტორიზაციისა და წვდომის კონტროლის უზრუნველყოფა Zero Trust პრინციპების საფუძველზე
Firewall & IDS/IPS
Next-Generation Firewall-ების (NGFW) და შეჭრის აღმოჩენისა და პრევენციის სისტემების (IDS/IPS) დანერგვა, კონფიგურაცია და მართვა
802.1X & Network Access Control
მომხმარებლებისა და მოწყობილობების იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია ქსელში დაშვებამდე, RADIUS/AAA ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაციით





