
სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის სრული ტექნიკური მხარდაჭერა
პროექტის დეტალები
კლიენტი
მთის ტრასების სააგენტოთარიღი
2023სერვისი
ქსელური & IT ინფრასტრუქტურაქვეყნები
საქართველოპროექტის აღწერა
2023 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა - სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ორიენტ ლოჯიკის ტექნოლოგიური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
საქართველომ, 2023 წელს პირველად უმასპინძლა ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს.
წლის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება 19 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ჩატარდა.
მასში მონაწილეობას იღებდა ასობით სპორტსმენი 42 ქვეყნიდან.
სათხილამურო ტრასების ინფრასტრუქტურის გამართვის პარალელურად მნიშვნელოვანი იყო ღონისძიების თანამედროვე IT ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა. ორიენტ ლოჯიკის გუნდმა დანერგა თანამედროვე WIFI სისტემა და უზრუნველყო ღონისძიების სრული ტექნიკური მხარდაჭერა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა და სპორტსმენების მხრიდან ღონისძიებამ დადებითი შეფასება დაიმსახურა.
