
საჯარო სკოლებში Wi-Fi ინფრასტრუქტურის დანერგვა
პროექტის დეტალები
კლიენტი
განათლების სამინისტროთარიღი
2026სერვისი
Wi-Fi ინფრასტრუქტურის დანერგვაქვეყნები
საქართველოპროექტის აღწერა
საქართველოს განათლების სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით სკოლების ინტერნეტიზაციისა და ციფრული განვითარების ინიციატივების ფარგლებში, საქართველოში 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში Wi-Fi ინფრასტრუქტურის დანერგვა წარმატებით განხორციელდა.
პროექტები მოიცავდა ფართომასშტაბიანი უსადენო ქსელების დაპროექტებას, დაგეგმვას, მონტაჟს, კონფიგურაციას, ოპტიმიზაციასა და ექსპლუატაციაში გაშვებას. მონაწილე სკოლებში ჯამურად 10 000-მდე Wi-Fi წვდომის წერტილი (Access Point) დამონტაჟდა.
დანერგილმა ინფრასტრუქტურამ მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, ადმინისტრაციული პერსონალისა და საგანმანათლებლო სისტემებისთვის საიმედო და მასშტაბირებადი უსადენო კავშირი უზრუნველყო, რაც ხელს უწყობს ციფრული სასწავლო რესურსებისა და ონლაინ საგანმანათლებლო სერვისების მზარდ გამოყენებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა უსადენო ინფრასტრუქტურის სრული ციკლი, მათ შორის ქსელის არქიტექტურისა და დიზაინის შემუშავება, ობიექტების დაგეგმვა, მოწყობილობების მონტაჟი და კონფიგურაცია, რადიოსიხშირული (RF) დაფარვის ოპტიმიზაცია, ტესტირება, ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა, აგრეთვე ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვება.
