ზოგადი ინფორმაცია
ეს ვებსაიტი შპს „ორიენტ ლოჯიკის“ საკუთრება და მისი მმართველია.
მონაცემთა კონტროლიორი: შპს „ორიენტ ლოჯიკი“ საიდენტიფიკაციო ნომერი: 202052054 იურიდიული მისამართი: ვ. გოძიაშვილის ქ. 71, თბილისი, საქართველო ალტერნატიული მისამართი: გ. დანელიას ქ. 4, თბილისი, საქართველო ტელეფონი: +995 (032) 2 54 18 18 ელ. ფოსტა: [email protected]
ამ ვებსაიტზე შესვლით, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ან სერვისების გამოყენებით ან თქვენი პერსონალური მონაცემების მიწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ვებსაიტის წესებსა და პირობებს.
ამ პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.
